LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად მოხდება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის აღდგენა, ოჯახის გადაწყვეტილება აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი“ – მიხეილ სარჯველაძე

311
2025-07-10_01-00-31_669946

თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად მოხდება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის აღდგენა, ოჯახის გადაწყვეტილება აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ.

„თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში, საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.

ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც შესაბამისად დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

„თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ აბსოლუტურად კონტაქტური იყო“ – რას ამბობს ლალი ტურძელაძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

„თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“- ლევან რატიანი

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!!…“ – რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g