LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი უკან გაბრუნებას დაექვემდებარა

361
პომიდორი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდვრის ორი სასაქონლო პარტია (საერთო წონა 32 039 კგ) შეაჩერეს.

პასუხისმგებელი ფიტოსანიტრის მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g