LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის აეროპორტის ტერაქტში მონაწილე ISIS-ის 20-მდე წევრი დააკავეს

86

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტის ტერაქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 20-მდე ადამიანი დააკავეს.

ბრალდებულები ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში ყოფნისას განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულებიდან უმეტესად, უცხოელები არიან.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტერაქტი 28 ივნისს მოხდა.