LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თურქეთის ავიახაზების” და ”ატლას გლობალის” გაუქმებული რეისები დღეს აღდგება

283

თურქეთს ”ათათურქის” აეროპორტის მიმართულებით წუხელ სამი რეისი გაუქმდა. მათ შორის ორ რეისს ”თურექეთის ავიახაზები”, ხოლო ერთს ”ატლას გლობალი” ასრულებდა.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია ”ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, რეისები სავარაუდოდ, დღეს 20 საათის შემდეგ განახლდება, ვინაიდან დღის განმავლობაში 10:00-დან 20:00 საათამდე აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ”თურქეთის ავიახაზებში” და ”ატლას გლობალში” აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, რეისები დღეს დაგეგმილ დროს განხორციელდება, ვინაიდან ”ათათურქის” აეროპორტი უკვე გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ატლას გლობალში” განუცხადეს, ავიაკომპანია ფრენის შესახებ ინფორმაციას დღეს 17:00 საათის შემდეგ დააზუსტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g