თურქული მედიის ინფორმაცით, თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი სამხედროებმა მძევლად აიყვანეს. რაც შეეხება, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის ადგილსამყოფელს, მედიის ცნობით, ის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. ანკარას ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. ისმის სროლები. დაიხურა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. მაუწყებლობა შეყვიტა თურქეთის სახელმწიფო არხმა.