LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის კურორტებიდან თბილისის მიმართულებით ფრენები იწყება

182
090ebde30b9561cba9e7e16f3d4f0939

Freebird Airlines ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თურქეთის კურორტებიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე, განთავსებული განრიგიდან ირკვევა, რომ  Freebird Airlines-ი ანტალია-თბილისი-ანტალიას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 28 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით შეუდგება და შემდგომ 5 სიხშირემდე გაზრდის.

Freebird Airlines ფრენებს განახორციელებს ასევე ბოდრული-თბილისი-ბოდრუმის საჰაერო ხაზზეც. ფრენები აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია Freebird Airlines Gözen Holding-ში შემავალი ავიაკომპანიაა და ძირითადად ჩარტერულ ფრენებზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები