LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პოლიცია ჟურნალისტის ცხედარს ტყეში ეძებს

61

თურქეთის პოლიცია საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშქაჯის ცხედარს სტამბოლის შემოგარენში, ტყეში ეძებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა აღადგინეს „რამდენიმე ნიმუში“ და ახლა ისინი ჰაშქაჯის კვალზე გასვლას ცდილობენ.

„პოლიციამ გააფართოვა ცხედრის ძებნის ტერიტორია, შეისწავლა 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოდან გასული ყველა ავტომობილის მარშრუტი. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელებმა ჰაშქაჯის ცხედარი სტამბოლთან მდებარე ტყეში დატოვეს,“ – აცხადებენ სააგენტოს წყაროები.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი, ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშქაჯი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g