თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს მასშტაბით 210-მდე დიპლომატი გაიწვია. გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. ნაწილმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მათ ექსტრადირებაზე მუშაობა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრე ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავის მხრივ გიულენი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.