LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის თავდაცვის უწყება – ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

108
„პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, – განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს.

„ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 მარტს, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g