LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ოცნება, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს

112

თურქული  მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ბაქო-თბილისი-ყარსის სამუშაოების საკუთარი ნაწილი წლის ბოლომდე დაასრულოს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოოდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

,,ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი არის ოცნება და ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წლის ბოლოს სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიაროს იმ მატარებელმა, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს”, – განაცხადა ილდირიმმა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი თანხას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არის სამი ქვეყნის პროექტი, რომელიც სამივე ქვეყნის ფინანსურ მონაწილეობას გულისხმობს და ციფრებში მილიარდებში გამოიხატება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი და თურქეთის დელეგაცია ესწრებიან.

გაიმართება პრეზენტაციები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. სხდომის დასრულების შემდეგ კი დელეგაციების ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დამამთავრებელ სტადიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g