LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

61

თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო მაცნეში T.C. Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე – 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე – 60%-ით, კოსმეტიკაზე – 60%-ით, ბრინჯზე – 50%-ით, ქვანაშირზე – 13,7%-ით.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუათ ოქთაის განცხადებით, „საბაჟო ტარიფები აშშ-ს ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდ იყო გაზრდილი.“
აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთთან მიმართებაში ალუმინზე და ფოლადზე ტარიფები გაზარდა. მისივე თქმით, „ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები