LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

138
Untitled design (1)

თურქეთმა ერაყში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ.

გავრცელებული ცნობებით, ოპერაცია მიმართულია ჩრდილოეთ ერაყში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) წინააღმდეგ.

ოპერაციის ფარგლებში კი თურქმა სამხედროებმა ერაყის ჩრდილოეთით სამ რაიონს – მეტინას, ზაპს და ავასინ-ბასიანს ცეცხლი გაუხსნეს.

“ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალების მიზნით, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი ხალხის და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების აღმოსაფხვრელად, ასევე ჩვენი საზღვრების დაცვის მიზნით, დაიწყო ოპერაცია ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g