LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა რიგით მესამე საზღვაო სამიტს უმასპინძლა

112
სამიტი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და დირექტორის მოადგილემ ქრისტინა რზგოევამ თურქეთის რიგით მესამე საზღვაო სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

სამიტზე, ამჟამინდელი მდგომარეობისა და ტენდენციების გათვალისწინებით, განიხილეს სამომავლო სტრატეგიები, პროგნოზები, მიზნები და პოლიტიკა საზღვაო სექტორში. ცალკე სესია მიეძღვნა გემებიდან სათბური აირების გამოყოფის შემცირებას.

ალექსი ახვლედიანმა საზღვაო სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ორივე ქვეყნის საზღვაო დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამიტში ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა აქტიური ჩართულობა პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს და უკეთეს პერსპექტივას გააჩენს საზღვაო სფეროში.

სამიტი თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები