LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 405 ათასი დოლარის ტექნიკა გადასცა

37
33

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოგისტიკური ტექნიკა გადასცა.

თურქული წარმოების HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი – მტვირთავი ტრაქტორის გადაცემის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ლოგისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტექნიკის ღირებულება 404,8 ათასი აშშ დოლარია.

“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს”, – დამატებით აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g