თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. ავიაკომპანიის პირველი ფრენა ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით 2 თებერვალს არის დაგეგმილი. ინფორმაცია Flyone Armenia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არამ ანანიანმა გაავრცელა.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიებმა FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან, ერევანი-სტამბოლი-ერევნის საჰაერო ხაზზე, ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღეს.
