თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი კორპუსის ქვედა სართულებზე გაჩნდა და ზედა მხარეს სწრაფად გავრცელდა.
“ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები. შენობიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა”, – წერს მედია.
ამ დროისთვის დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.