თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს. ევროპის მიწისძვრის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას აღწევდა.
სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, საკურორტო ქალაქ ანტალიიდან 123 კილომეტრში.
უცხოურ მედიაში დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.