თურქეთში 70 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. მათ ბრალად აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფედჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ ბრალი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციიტ, ჯარისკაცების დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე რაიონში ჩაატარეს. მათ შორის სტამბოლში, ანკარასა და იზმირში. დაპატიმრებულთაგან 62 სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა, ოთხი საზღვაო ძალებში, კიდევ ოთხი კი – ჟანდარმერიაში.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის ივლისში მოხდა. მას შემდეგ ხელისუფლება ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით ათობით ადამიანი დააკავა. მათ შორის იყვნენ სამხედროებიც.
