თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში მესამე აფეთქება მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციაში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მანქანაში მყოფი 3 სამხედრო. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორი “ქურთების მუშათა პარტიაა.”
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.