LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

226
TurqeT

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა  ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „მიუ“ ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Daily Sabah-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტია გავრცელებული.

თურქეთში პანდემიას 2020 წლის მარტიდან 52 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყენაში დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს.

კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა. მისი გავრცელება ფიქსირდა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ისე ევროპაში.

აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩი განაცხადა, რომ „მიუ“ ვარიანტს მუტაციები აქვს, რომელმაც შესაძლოა, ვაქცინაციით გამომუშავებულ ანტისხეულებს გვერდი აუაროს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g