LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, საარჩევნო უბანზე ორი დამკვირვებელი მოკლეს

128
Turkey_Local_Elections_14616

თურქეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორი მამაკაცი მოკლეს. ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ინციდენტი თურქეთის აღმოსავლეთში, მალათიის პროვინციაში მოხდა.

როგორც “ბედნიერების პარტიის” ლიდერმა, თემელ ქარამოლაოღლუმ ტვიტერზე დაწერა, მოკლულები არიან საარჩევნო უბანზე მყოფი მოხალისე და ერთი დამკვირვებელი. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, მათი დამკვირვებლები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ერთ-ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ცდილობდა საკუთარი არჩევანი ღიად დაეფიქსირებინა.

თურქული გამოცემა ანადოლუს თანახად, კიდევ ერთი ადამიანი დაშავებულია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.

თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. 57 მილიონი მოქალაქე ირჩევს ქალაქების მერებსა და საკრებულოების წევრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g