საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთში თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხე დაეცა.
ამის შესახებ თურქული მედია წერს. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა. დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.