სტამბოლში 36 წლის დავით ალხანაშვილი მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მისი მშობლები და ნათესავები ადასტურებენ, რომლებიც თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ და სამძიმარს იღებენ. მათი ინფორმაციით, რესტორანში მყოფ ალხანაშვილს უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დავით ალხანაშვილი, პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის, თუმცა მშობლები თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ.
ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროდურები უკვე დაწყებულია.