LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სერიალების პავილიონები დაიწვა

81

თურქეთში, სტამბულში, Beykoz-ის დასახლებაში დაიწვა ფეხსაცმლის ყოფილი ქარხანა, სადაც ბოლო დროს პოპულარულ თურქულ სერიალებს იღებდნენ.

ხანძრისას განადგურდა სერიალების რეკვიზიტები და ხის კონსტრუქციები.

სტამბულის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ალი კარაჰანმა დაადასტურა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შენობას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა. ამჟამად ის ლიკვიდირებულია.

ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული სერიალები „მგლების ხეობა“ და „მკვდრეთით აღმდგარი ერთუღრული“, რომელიც გარდა თურქეთისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g