თურქეთში, სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი.
ბურსას გუბერნატორის იაკუპ ჯანბოლათის განცხადებით, ავტობუსი ბარიერს შეეჯახა.
მისივე თქმით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მათგანი მასწავლებელი იყო, ხოლო 2 მძღოლი.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 