თურქეთთან საზღვრის გახსნა შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კომუნიკაცია როგორც საზღვარზე, ასევე თურქეთის მთავრობასთან. ქუმსიშვილი ამბობს, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ხდება სტამბულის აეროპორტში, რა დახმარების გაწევაა შესაძლებელი იქ მყოფი ქართველებისთვის.