ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი დააკავეს.
როგორც თურქული მედია წერს, ჰანდე ერჩელი, რომლის დაპატიმრების ორდერიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იყო გაცემული, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავეს.
მედიის ცნობითვე, სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ჰანდე ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 25 მარტს, თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, მთავარმა პროკურატურამ 16 პირის დაკავების ორდერი გასცა, მალევე სამართალდამცველებმა მათგან 14 მალევე დააკავა, მათ შორის, ბიზნესის, სპორტის და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.
