LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმა მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც კორონავირუსს 10 წამში ადგენს და PCR ტესტებს ჩაანაცვლებს

122
thumbs-b-c-f50bfa05747e5657f16114dea5b83204

საქართველოს მეზობელი თურქეთი COVID-19-თან ბრძოლაში დაწინაურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბილკენტის უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოსტიკა 10 წამში შეუძლია.

„შემუშავებულია მეთოდი, რომელიც მხოლოდ წამებში იძლევა შედეგს და შეუძლია შეცვალოს PCR. თუ პასუხი დადებითია, მაშინვე იძლევა შედეგს. როდესაც უარყოფითია, კონტროლთან ერთად ცოტა მეტი დრო სჭირდება ”, – განუცხადა სააგენტო Anadolu-ს ბილკენტის უნივერსიტეტის რექტორმა, აბდულა ატალარმა.

მისივე განმარტებით, მთელი მსოფლიო ისარგებლებს ამ ტექნოლოგიით, რომელიც მთლიანად თურქეთს ეკუთვნის. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს ისეთი თვისებები, რომელთა გამოყენება შეიძლება კორონავირუსის მსგავსი პანდემიების დროსაც.

ინოვაციური მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.

აღსანიშნავია, რომ Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამიტომ, როგორც თურქული მედია წერს, სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიური თურქული პროდუქტი Diagnovir PCR ტესტებს ჩაანაცვლებს.

თურქები იმედოვნებენ, რომ პროდუქტის მასობრივ წარმოებას მალე დაიწყებენ და ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი  ორი თვის განმავლობაში გახდება.

არსებული ინფორმაციით, Diagnovir -ის ტესტი საკმაოდ იაფია PCR– სთან შედარებით, რაც შესაძლებელს გახსნის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უფრო მეტი ადამიანის ტესტირებას კორონავირუსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g