LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული მედია ადრიანა ლიმას ღალატში ადანაშაულებს

159

მოდელი ადრიანა ლიმა ბოლო თვეებია თურქ მწერალს, მეთინ ჰარას ხვდება, თუმცა, ეს ფაქტი მოდელს არ უშლის ხელს, სხვა მამაკაცებთან ერთადაც გაერთოს. ლიმა პარალელურად უძრავი ქონების აგენტთან, ილთიადის კასტანსთანაც შენიშნეს.

ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ ლიმას ღალატზე ვრცელი სტატია დაწერა, რაც მის მთავარ მოქმედ გმირს არ გამოპარვია. თურქულ მედიას ადრიანამ თხოვნით მიმართა, დაანებოს თავი მისი და მეთინის პირად ცხოვრებაში ქექვას.

„არ ვიცი თურქული, მაგრამ ვიცი, რომ ღალატში მადანაშაულებენ. იმ ფოტოზე, ვისაც ჩემი საყვარელი უწოდეს, ჩემი გეი-მეგობარი, მილთიადის კასტანსია გამოსახული, რომელიც ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია. მოგიწოდებთ, პატივი ეცით ჩემს პირად ცხოვრებას და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. მე და მეთინს ერთმანეთი გვიყვარს და ამის მეტი დასაწერი არაფერია” – განაცხადა ლიმამ.

შეგახსენებთ, რომ ადრიანამ და მეთინმა ერთმანეთი თურქეთში გაიცნეს, სადაც მოდელი დეფილეში მონაწილეობის მისაღებაც ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g