ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაერო-ს შორის უახლოეს დღეებში შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია TRT Haber საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეკომპანიის დიპლომატიურმა წყაროებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზეც გაამახვილეს ყურადღება.
„ითქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ „ხუთეულთან“ და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე ქვეყანასთან გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნებს მხარეებისთვის წინადადებები ჯერ არ შეუთავაზებიათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
