LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთი კვლავ გარე სამყაროს მოწყვეტილია – მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად ორი ვერტმფრენი გაფრინდა

59
677676878

თუშეთი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

თუშეთიდან, ათობით მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში უკვე ჩამოიყვანეს.

მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა.

ავიაციის საშუალებით 100-მდე ადამიანის ჩამოყვანა იგეგმება.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.

თუშეთის გარდა, სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც მათ შორის პანკისი ხეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები