LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

149

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში, პროგრამას უკვე 29-ე ბენეფიციარი ჰყავს – სოფელ ომალოში, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.

„შპს „ნაბადი“ 2 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, საიდანაც ტურისტებსა თუ ადგილობრივ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თუშეთის ბუნება. 24 ნომრიანი სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი, ამასთანავე, ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება თუშეთის სხვადასხვა სოფლების და ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება თუშურ ყოფა-ცხოვრებასთან და ტრადიციებთან, მაგალითად ლუდის მოხარშვა ტრადიციული წესით, ადგილობრივი კერძების მომზადება-დეგუსტაცია, ფოლკლორული საღამოები და სხვა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 550 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g