თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები განახლდა. პროცესში შესაძლოა დამატებითი ტექნიკის ჩართვა გახდეს საჭირო. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, განაცხადა, გუშინ ღამით ოთხი გარდაცლილი პროზექტურაში გადაასვენეს, ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ერთი გარდაცლილის გამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით მოხდება. ის სატვირთოს ქვეშ არის მოყოლილი. შესაძლოა, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვაც გახდეს საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი. შაბალაიძეები და გიგოიძეები სოფელ ბეღელაში დღესასწაულზე მიდიოდნენ.