LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში მიწის ჩამოშლის შედეგად, მამაკაცი სატვირთო მანქანით ხელოვნურ გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო

129

ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე უბედური შემთხვევა მოხდა. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე დამეწყრილ მონაკვეთზე, 60-წლამდე ასაკის კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო.

შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის ხელოვნურად დაგუბება გამოიწვია.

გარდაცვლილი კომპანია “გერალის” თანამშრომელი იყო და ის გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულდება.

“როგორც ვიცი, მცირე სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც კომპანია “გერალის” თანამშრომელი იყო, მეწყერსაშიშ ზონაში გააჩერა მანქანა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მანქანა დაგუბებულ წყალში ჩავარდა. მძოლი მანქანაში იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g