თუშეთში მთის ქოხები და ვიზიტორთა ბილიკები მოეწყობა

177
f2326bd5bdbfc81dee642d9075ea2187-XL

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის ბილიკები მოეწყობა და ქოხები აშენდება, გაკეთდება ხიდები, კლდის საფეხურები. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო წინადადების თანახმად, 28 იანვარს დაიწყება და 1-ელ თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 24 337 510 ლარია. სამუშაოების შესრულების ვადად კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა განსაზღვრული.

„საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტისთვის (RDP III). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა და მშენებლობისათვის,“-აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.

პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

  • აბუდელაური – ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

  • ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.

  • არხოტის თავი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

  • დათვისჯვარი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

  • ქვედა ტანიე – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

  • ხიდოტანი – ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

  • ქვახიდი – თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ყველა ქოხი ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით – ხე, ფიქალი, ქვის წყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“
ირაკლი კობახიძე: ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა..საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით