25-26 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება
ფესტივალი ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში – შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო, გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.