LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშური ჩაი ირლანდიაში, მაღაზიების დახლებზე განთავსდება

189
115938163_2780815282138962_2548963904242070271_n

თუშეთში წარმოებული ჩაი ირლანდიაში, მაღაზიების დახლებზე განთავსდება. საქმე ისაა, რომ სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ მაისის ბოლოს, პროდუქციის სატესტო ვერსიას ირლანდიაში გააგზავნის და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საკუთარი ნაწარმის ირლანდიურ ბაზარზე გაყიდვას დაიწყებს.

საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სეხნიაიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დიდი ინტერესია ისრაელიდანაც.

შეგახსენებთ, „უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის  მურაბას და სანელებლებს აწარმოებს. კომპანიის წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები