ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.
“დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება, მე დაჟინებით მოვუწოდებ ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მესამე პრეზიდენტის, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე”, – წერს ტუსკი ტვიტერზე.
ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექსვე სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.