LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუსკმა ვაჟას ციტირებით მეტი გაუკეთა საქართველოს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ – ლევან ბერძენიშვილი

211
67093994_10156067900500899_670735280155656192_o

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ ვაჟა-ფშაველას ქართულ ენაზე ციტირებას ეხმაურება.

“დონალდ ტუსკმა ვაჟას ციტირებით მეტი გაუკეთა საქართველოს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელი მინისტრის ხელმძღვანელობით”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბერძენიშვილი.

 

https://www.facebook.com/lberdzenishvili1/posts/10219708943535253

ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე დონალდ ტუსკმა   ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა წაიკითხა. 

დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულად წაიკითხა (ვიდეო)

ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას

„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს“, – აღნიშნა ტუსკმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები