ნარკორელიზაციაში ბრალდებული ოჯახის წევრები ფონიჭალაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია „ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ალი ჰუსეინოვის ახლობლებმა ავტომობილი განზრახ დააჯახეს. დაზიანებულია არხის კუთვნლი ტექნიკა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს იმ ავტომობილის სანომრე ნიშნები, საიდანაც განზრახ შეჯახება განხორციელდა.
ოპერატორი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა ფონიჭალაში იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტები სპეცოპერაციას აშუქებდნენ.
შეგახსენებთ, დღეს სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
დაკავებულებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკორეალიზაციის ფაქტზე სპეცოპერაციები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. სულ დაკავებულია 23 ადამიანი.
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი