„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ მთავარი სერვერი გათიშულია. მისივე თქმით, მალე გაირკვევა იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა.
„სტუდია ჩართულია, წამყვანები ადგილზე არიან, ჟურნალისტები – გადაღებებზე, თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას.
მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.