TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე „სარკასტიკას“ სტუმარი იყო.
წამყვანების კითხვაზე, თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, თამო ვაშალომიძე ამბობს, რომ „არაფერი“.
„იმდენად ცუდად მოხდა მეუღლესთან დაშორება, რომ ალბათ პირად ცხოვრებაში არასდროს აღარაფერი მოხდება“.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ „წარმოუდგენელია, პირადში არაფერი ხდებოდეს, თვალები ისე გიბრწყინავს“, თამო პასუხობს:
„თვალები მიბრწყინავს ჩემი შვილებისა და ჩემი საქმის გამო, ამის შესახებ აღარ დამისვათ კითხვა“.
