LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თვალებს ვახელ და ბატონ ლევან რატიანს ვხედავ, ვიფიქრე კოვიდი მაქვს-მეთქი… ხმა უნდა ამოიღო, იმ მანქანაში, რომელიც ვიზუალურადაც არ მოგწონს არ უნდა ჩაჯდე…” – ნატალია თხელიძე

14218
BeFunky-collage

2020 წელს შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 90 მეტრიან ხევში გადავარდნილი მანქანის 20 მგზავრიდან მხოლოდ 3 გადარჩა. ერთ-ერთია ნატალი თხელიძე, რომელიც გადაცემის “ბაიასთან” სტუმარი იყო.

ნატალიამ ავტომობილის გაუმართაობის გამო დაღუპულ ადამიანებსა და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

“დღემდე გააზრებაც მიჭირს, რაც მოხდა და რა გადაიტანა თითოეულმა ოჯახმა. ის მომენტი არ მახსოვს, არცერთს არ გვახსოვს. თვალებს ვახელ და ბატონ ლევან რატიანს ვხედავ და ვერც ვხვდები რა მინდა ლევან რატიანთან. მეთქი კოვიდი მაქვს-მეთქი, ასეთი რეაქცია მქონდა. შემდეგ ჩემი მშობლები დავინახე, ეს მახსოვს…

მანქანის გაუმართაობაზე იყო საუბარი. არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება. მძღოლი დაიღუპა.

სამი გოგო გადავრჩით, მაგრამ ის გოგოები არ მახსოვს. ხატია მყავდა დიდი ხნის უნახავი და თუ რამე მქონდა მოსაყოლი, მას მოვუყევი.

თითოეულმა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ იმ მანქანაში, რომელიც ვიზუალურადაც არ მოგწონს არ უნდა ჩაჯდე. ხმა უნდა ამოიღო, რომ სწრაფად დადის მძღოლი. ახლა პირველი გავაპროტესტებ ალბათ, რადგან ერთი არასწორი მოქმედება და… შესაძლოა შენ ძალიან მაგარი მძღოლი ხარ, მაგრამ სხვამ შენი ჩანაფიქრი ვერ გაიგოს, ამიტომ ჯერჯერობით თითოეულ მოქალაქეზეა პასუხისმგებლობა, რომ გავითვალისწინოთ ჩვენივე სიცოცხლე.

უნდა დავუკვირდეთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლესაც და სხვებისას”, – აღნიშნა ნატალიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g