LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალებში როგორ ჩამხედავს ეს კაცი ამხელა გაიძვერობის შემდეგ, მართლა არ ვიცი – სუბელიანი შსს-ს წარმომადგენელს ტყუილში ამხელს

217
ana

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა სუბელიანის თქმით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის წინ “გაქრა”.

როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში ის აღნიშნავს, ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას კვირების განმავლობაში ელოდნენ, თუმცა დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ელჩები მოატყუა და უთხრა, რომ პრაიდის ორგანიზატორები მათ არ ეთანამშრომლებიან.

“გუშინ შევხვდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს. ამ შეხვედრას ვითხოვდით და ველოდით კვირების განმავლობაში. ყველა მხრიდან რომ ავტეხეთ ამბავი, უცებ გადაწყვიტეს და გაგვაგებინეს, რომ ორ საათში უნდა შევხვედროდით.

 

ვი­თხოვთ პრა­ი­დის გა­უქ­მე­ბას, ასე­ვე კარლ ჰარ­ცე­ლის და კელი დეგ­ნა­ნის გა­ძე­ვე­ბას: ფალავანდიშვილი

"თქვენ პირადად ხართ ჩართული წლევანდელი ბოროტი რიტუალის ორგანიზებაში, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის წაბილწვაა" - ფალავანდიშვილი აშშ-ის ელჩს.

კონსტრუქციულად და საქმიანად დაიწყო შეხვედრა, გავიარეთ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხოების საკითხები. მარშთან დაკავშირებით სრული აბსურდები მოვისმინეთ და კეთილი ინებოს შსს-მ და რაზეც დახურულ კარს მიღმა გვესაუბრებოდნენ, ილაპარაკონ საჯაროდ. პარლამენტში უპასუხოს მინისტრმა კითხვებს მარშთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი აცილების გზებზე. უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ძალადობის პრევენციისთვის.

დღეს კი დილიდან ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ მოქმედებები დაიწყეს ღონისძიების დასაცავად. ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. დილიდან მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ლოკაციაზევე შეხვდებოდათ მათ ჩვენი წარმომადგენელი და თან ეყოლებოდა ღონისძიების დაცვის უფროსი.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ ლამის საათში ერთხელ გვწერს კომუნიკაციის შუამავალი პირი და გვეუბნება, რომ შეთანხმება ვერ მოხდა. ვრეკავ წრეზე ისევ ჩვენს წარმომადგენელთან და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსთან, მეუბნებიან, რომ თურმე ახლა შეთანხმდნენ. მერე ისევ მომდის პრეტენზიები, არ გვაძლევენ დაცვის ნომერსო. ვურეკავ ისევ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, რა ხდება მეთქი.

დაცვის ნომერი გვინდაო, მეუბნება, როცა ერთი საათია შეხვედრამდე დარჩენილი. არ აკმაყოფილებს ის, რომ ორგანიზატორთან ერთად შეხვდება ჩვენსავე დაცვას და უნდა, რომ ამ დაცვასთან რაღაცის დალაგება სცადოს ჩვენს გარეშე. მოკლედ, ეს სიგიჟე რომ არ გაუვიდა, ფორმალურად დამთანხმდა, კარგი შეხვედრას დაველოდოთო და მერე აქეთ გადაგვაგდო, გაქრა კომუნიკაციიდან და ელჩებს მოატყუა, არ გვეთანამშრომლებიან და ადგილზე არ გვიშვებენ და აბა ეგრე როგორ დავიცავთო.

თვალებში როგორ ჩამხედავს ეს კაცი ამხელა გაიძვერობის შემდეგ და “კონსტრუქციულად” როგორ მომიჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, არ ვიცი მართლა”, – წერს სუბელიანი.

შეგახსენებთ, პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა – ღირსების მარში.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი გეგმავს, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g