„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში“, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
ახვლედიანი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში იმყოფება.
პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამოღებულ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცეცხლსასროლ იარაღზე შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძის და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.
არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა და აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში. რა თქმა უნდა ჩამოვა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?! რაც შეეხება ოჯახთან ერთად თავშესაფრის მოთხოვნას, მე მსგავსი არაფერი მსმენია, რატომ უნდა მოითხოვოს იმასაც ვერ ვხვდები. მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში. რადგან მოხვდა თურქეთში, თურქეთშივე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ გაუმეორა სითხის ჩადგომამ და არის იქით. ტელეფონი არ აქვს და არ მისაუბრია მასთან“,– განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, „აჭარა თაიმსმა“ გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება.
„მამუკა მდინარაძეს დღემდე არ შევხვედრილვარ, თვალით არა მყავს ნანახი“ – რას ამბობს ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე
„მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია.“
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
