LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთს ნელ-ნელა ელევა ახალი შეიარაღების მარაგი: უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე

210
23574330_553987508282678_1000245141_n-1517316208

რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღეში უკრაინაში და გადავიდა თუ არა ომი ახალ ფაზაში? ამ საკითხებზე ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ილაპარაკა.

რუსეთის სტრატეგიულ სვლაზე საუბრისას, ექსპერტი ფიქრობს, რომ იგი ცდილობს რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას, რომ შემდეგ წარმატებული შეტევის განხორციელება უზრუნველყოს.

„ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთს ძალა არ ეყო სწრაფი ცვლილება განეხორციელებინა უკრაინის მიმართულებით და მიეღწია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა კრემლი ცდილობს შეიარაღებული ჩარევით, ამ ომის საშუალებით შემოიმტკიცოს ლუგანსკისა და დონბასის რეგიონი და ყირიმისკენ გაჭრას სახმელეთო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ყირიმის სრულ ანექსიას და ორგანულად შერწყმას რუსეთის სახელმწიფო სხეულზე. ცხადია, თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთს ნელ-ნელა ელევა ახალი შეიარაღების მარაგი. სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს მოძველებულ სამხედრო ტექნიკას, იარაღს, რომელიც არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით და ამგვარი არაზუსტი იარაღის გამოყენებას მოჰყვება ხოლმე უზარმაზარი მსხვერპლი სამოქალაქო საზოგადოებაში, მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც რუსეთისთვის მორალურ ტვირთად როგორც ჩანს არ აღმოჩნდება, ვინაიდან, კრემლის მესვეურებმა არაერთხელ გააკეთეს ცინიკური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გაუგონარი მსხვერპლი ფეიქია.

თუ არსებულ ძალთა ბალანსს გადავხედავთ რუსეთი ცდილობს საკმარისი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვოს. კერძოდ ის უპირატესობა, რომელიც წარმატებულ შეტევას უზრუნველყოფს და სხვადასხვა გათვლებით ის ცდილობს სამ-ნახევარჯერ მეტი ძალა დააჯგუფოს ამ მიმართულებაზე და ამ კუთხით მოახდინოს უკრაინული ძალების დათრგუნვა. ამ მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დასავლური დახმარება უკრაინის მისამართით, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღება, მათ შორის გეგმაშია და ნაწილობრივ უკვე განხორციელდა. ამ დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გაძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დაიმსხვრა.

რუსეთს უკან დასახევი გზა არ აქვს და ის ცოცხალი თავით არ შეწყვეტს ომს მანამ, სანამ მას არ დაუპირისპირდება დაუძლეველი ძალა უკრაინელი სამხედროების და შესაძლებელია დასავლეთის ქვეყნების სახითაც“, – განაცხადა ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g