„თვალში საცემი გახდა ბოლო წელს, ფაქტობრივად კოშმარია, ფილერისგან სტანდარტულად ყველას ერთი ტუჩი და დაბერილი ყვრიმალები აქვს…“ – ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა, „გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გია გვარამიამ გადაცემაში „კოტ cast“ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევანში ყველა თავისუფალია, თუმცა მისთვის, როგორც პლასტიკური ქირურგისთვის, ეს ყველაფერი ცუდად აღსაქმელია:
„თვალში საცემი გახდა ბოლო წლების განმავლობაში არაქირურგიული ჩარევისგან, იგივე ფილერისგან, ფაქტობრივად კოშმარია, რომ სტანდარტულად ყველას, ერთი ტუჩი და დაბერილი ყვრიმალები აქვს.
სხვათა შორის, ამგვარ ტუჩებს, რუსული ტუჩები ჰქვია, ასეა მთელს მსოფლიოში ცნობილი.
ეს კოშმარი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და კმაყოფილი დადიან ჩვენი პაციენტები, ძალიან ბევრისგან მიკვირს, როცა ინტელექტუალია, ძალიან შეგნებულია, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ეს ჯობს მისთვის…
თავისუფალია თავის არჩევანში ყველა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ცუდი აღსაქმელია“, – ამბობს გვარამია.