კომპანია „მარბი ლოჯიკი“ ტვირთების გადაზიდვების მართვის ვებ პორტალს – www.marbi.ge ოფიციალურად წარადგენს. ღონისძიება დღეს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სექტორებიდან, ასევე მაღალი რანგის წარმომადგენლები სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
როგორც ”ფორტუნას” „მარბი ლოჯიკიდან“ აცნობეს, www.marbi.ge წარმოადგენს ინოვაციურ ვებ- პორტალს, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სატრანსპორტო გადაზიდვების მართვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. იგი საშუალებას აძლევს ტვირთმფლობელებს მიიღონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მართებული გადაწყვეტილებები, დაზოგონ დრო, გადაზიდვბის ხარჯები და გააუმჯობესონ მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა.
”www.marbi.ge-ს დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებისგან უმოკლეს დროში მიიღოს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული შემოთავაზებები, დააზღვიოს ტვირთი და შეიძინოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება. ლოჯისტიკ სერვისის ოპერატორებს შეუძლიათ დაეხმარონ მომხმარებლებს არამხოლოდ ოპტიმალური გადამზიდავის შერჩევაში, არამედ დაუგეგმონ მათ გადაზიდვის მთლიანი მარშრუტი და მართონ კარიდან-კარამდე გადაზიდვების პროცესი”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, www.marbi.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ტვირთის ადგილმდებარეობა, პერიოდულად მიიღოს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ანალიტიკა და ანგარიშები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მოახდინონ მიწოდების ჯაჭვის პროცესის მონიტორინგი, მოახდინონ ოპტიმიზაცია და გააუმჯობესონ კომპანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობა.
როგორც კომპანიაში განმარეტს, www.marbi.ge-ს გამოჩენა ქართულ სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე აქტიურად შეუწყობს ხელს დარგში კონკურენციის ზრდასა და გადაზიდვების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაზე და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.