სოციალური ქსელი „ტვიტერი“ 10 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში რესურსი ხელმისაწვდომი 35 ენაზეა, მისი ყოველთვიური აუდიტორია კი 320 მილიონ მომხმარებელს შეადგენს.
„ყველაფერი 10 წლის წინ, 21 მარტს, ერთი ტვიტით დაიწყო. მას შემდეგ ყოველ დღე, ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით წერენ, რა აწუხებთ“, – აცხადებს სოციალური ქსელი.
10 წლის წინ, ქსელის ავტორმა, ჯეკ დორსიმ თავის „ტვიტერზე“ შემდეგი პოსტი დაწერა: „ამ წუთას გავაგზავნე ჩემი პირველი „ტვიტი“.
„ტვიტერის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 11,67 მილიარდს შეადგენს, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 35 ოფისი აქვს.