LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვიტერის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს პაროლის შეცვლისკენ მოუწოდებს

79

მონაცემთა დაცვაში აღმოჩენილი შეცდომის გამო „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ მომხმარებლებს პაროლის შეცვლისკენ მოუწოდა.

„როდესაც თქვენ პაროლს აყენებთ, ჩვენ შემნიღბველ ტექნოლოგიას ვიყენებთ, ასე რომ კომპანიაში მისი ნახვა არავის შეუძლია. თუმცა ცოტა ხნის წინ პაროლების შემნახველ სისტემაში შეცდომა აღმოვაჩინეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ ამის გამო, უსაფრთხოების მიზნით, „ტვიტერმა“ თავის მომხმარებლებს პაროლის შეცვლა სთხოვა, ასევე ყველა იმ სერვისზე, სადაც იგივე პაროლი გამოიყენებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები